აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა მონიტორის ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ 516 მომიტინგე დაიღუპა. ამის შესახებ voanews წერს.
ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ, HRANA, ორშაბათს განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 70 ბავშვია.
ჯგუფის ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 19200-ზე მეტს შეადგენს, მათ შორის, 687 სტუდენტია.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.
ის “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტორი