წინასწარი ინფორმაციით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მორიგ სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს – 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.