საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. ყველაზე რეიტინგულ და მისაღებ პოლიტიკოსად მოსახლეობის 65% ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მიიჩნევს.
კვლევაში შემდეგი ადგილები ასე განაწილდა: კახა კალაძე – 54%, დავით ბაქრაძე – 52%, ნიკა მელია – 42%, ბიძინა ივანიშვილი – 40%, გიორგი ვაშაძე – 39%, დავით უსუფაშვილი – 36%, არჩილ თალაკვაძე – 33%, ირაკლი კობახიძე – 33%, სალომე ზურაბიშვილი – 31%, გიგი უგულავა – 29%, შალვა ნათელაშვილი – 27%, მამუკა ხაზარაძე – 26%, ალეკო ელისაშვილი – 26%, ლევან ხაბეიშვილი – 24%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%, ირმა ინაშვილი – 21%, ნინო ბურჯანაძე – 20%, ბადრი ჯაფარიძე – 17%.