ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შედეგი – 70-დან 70 ქულა მიიღო.
_ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6 ივლისს მქონდა გამოცდა. მესამე ვარიანტი ვწერე. ანალიზის თემა იყო მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, ხოლო ესსეს თეზისი იყო: „დღევანდელი ახალგაზრდების აზრით, ყველა ადამიანი თავისთავად გამორჩეულია და არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდე“.
70-დან 70 ქულა მივიღე. მგონი, გურიაში პირველი ვარ, რადგან დღეს შედეგები გამოცხადა და ასეთი ქულა არავის აქვს, რაც მე მოვისმინე, – თქვა ჩვენთან საუბარში ირინამ.
„გურია ნიუსი“ კვლავ მრავალ წარმატებებს უსურვებს ირინა ქავჟარაძეს, რომელიც გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდაა და არაერთხელ იყო ჩვენი ახალგაზრდული გაზეთის სტუმარი.