“ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში. სხვათა შორის, საგარეჯოში დღეს მე ვგონივარ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი და დეპუტატი. ხშირად მომართავენ, როგორც მაჟორიტარს“, _ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.
ირმა ინაშვილის თქმით, “ყველას კარგად ესმის, შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია მცირედი ცვლილება გააკეთოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში მცირედი ცვლილებით.
ამისი გაკეთება უმრავლესობას შეუძლია, მაგრამ არ ვიცი ახლა, რაზე მსჯელობენ ისინი. როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ ხვალ პარლამენტში შევიტანთ იგივე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით, მცირედი ცვლილებით შეტანის უფლება ჩვენ გვაქვს. აი, მაგალითად, მცირედი ცვლილება იქნება ის, რომ ბარიერი შეიცვლება 0,7%-ით. ამ ცვლილებით შევიტანთ პარლამენტში კანონპროექტს ხვალვე”, _ აცხადებს ირმა ინაშვილი.
მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსი“ იწყებს უწყვეტ აქციებს.