სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის დისშვილის, ნათია ჯულაყიძის მოადგლედ დანიშვნის შესახებ განმარტებას აკეთებს:
“ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ის არის ერთ-ერთი ჩემი მოადგილე და ის ასე ვთქვათ, პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც არის დაკავშირებული ამასთან, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
უსაფუძვლო არის იმიტომ, რომ დავიწყოთ იქიდან, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია, ისიც რაღაცით ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული. ის როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია, არც მე და არც მას, აღარანაირი კავშირი აღარ აქვს პოლიტიკასთან.
ეს დანიშვნა, თვითონ არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, რაც მთავარი და ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი, და მე მგონი ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი, კომპეტენტური და მე მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება, და მე დარწმუნებული ვარ ის ძალიან კარგად გაართმევს თავს”, _ ამბობს სახალხო დამცველი.