აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაძაბული საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრ სახლში. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც ასეთი ზეწოლისა და ვითარების პირობებში საუბრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამაში ამერიკა ჩაერთვება. მას მიაჩნია, რომ ჩვენი ჩართულობა უკრაინას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში.
მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა.
მან უპატივცემულობა გამოავლინა აშშ-ს მიმართ წმინდა ოვალურ კაბინეტში.
ზელენსკის შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“, _ ამბობს ტრამპი.
































































