https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ის არის ერთადერთი, ვისაც ვეთაყვანები” _ სქემარქიმანდრიტი სერაფიმე

13:01; 1.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გარდა სასულიერო მოღვაწეობისა, ის ­ ცნობილია არაჩვეულებრივი ხმით. სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი ქანდის მონასტრის წინამძღვარია, სადაც ასურელი ბერის გალობის მოსასმენად სხვადასხვა ქალაქიდან უამრავი მორწმუნე ჩადის. წარმოშობით მესოპოტამიელს არასდროს უფიქრია, რომ ღმერთს მიუძღვნიდა ცხოვრებას, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემამ და ორსული მეუღლის გადარჩენის სურვილმა ღმერთთან მიიყვანა.

“1999 წელს უცებ ცუდად გავხდი, გულზე­ შემექმნა პრობლემები. მაღალი წნევა მაწუხებდა და სასწრაფოს ხშირი გამოძახება მიწევდა. შემდეგ დადგინდა, რომ ნევროზი მქონია. ახლობელმა მითხრა, ეკლესიაში­ იარე და უკეთ იქნებიო. ერთხელ, როცა ეკლესიიდან ვბრუნდებოდი, ისეთი ძლიერი გულის შეტევა მქონდა, აუტანელი იყო. სულ წამლებით დავდიოდი. ამის შემდეგ დავეცი მუხლებზე, ხელები აღვმართე ზეცისკენ და უფალს ვთხოვე დახმარება”, – იხსენებს მამა სერაფიმე.მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში მეგობრებს მიჰყავდათ და მოჰყავდათ, დადგა­ დრო, როცა თავად მივიდა. “ერთ დილას­ გამეღვიძა და როცა საათი ვიკითხე, 10-ის ნახევარი იყო. ავნერვიულდი, რადგან­ კვირას­ 09:30 საათზე წირვაზე უნდა ვყოფილიყავი. უცებ ჩავიცვი და გავიქეცი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო პირველი დღე, როცა საკუთარმა ფეხებმა მიმიყვანეს­ ეკლესიამდე და არავის დახმარება არ დამჭი­რვებია. ამის შემდეგ, შემოვიდა ჩემს გულში ღმერთი”, – ჰყვება მამა სერაფიმე.მასთან გასაუბრების შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, მეთქვა: “გმადლობ, უფალო, რომ მას შემახვედრე”.

– ქრისტე აღსდგა!

– ჭეშმარიტად აღსდგა! თქვენ და თქვენს მკითხველს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. იხარეთ!

– მამაო, არამეულის შესწავლამ რატომ დაგაინტერესათ?

– მე წარმოშობით ასურელი გახლავართ. ამ სოფელში 2000 ასურელი ცხოვრობს, ამ სოფლის 99% ასურელია. 2006 წელს ასურელებმა ქართულ სამოციქულო ეკლესიას სთხოვეს, მათთვის წარმოშობით ასურელი წინამძღვარი დაენიშნათ. მე 2008 წელს ჩამოვედი უკრაინიდან, მანამდე კიევში ვმსახურობდი. ჩვენმა უწმინდესმა შემომთავაზა აქ ჩამოსვლა, მისი იდეა იყო, რომ წირვა არამეულ ენაზე აღმევლინა.

– ამბობენ, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

– სწორს ამბობენ. ბევ­რჯერ ყოფილა, წირვა არ ჩამიტარებია­ ჩემი მდგომარეობის­ გამო და ამას მოჰყოლია­ ფრაზები: “გჯერა ახლა, რომ წნევამ­ აუწია? უბრალოდ, დაეზარა” და ასე შემ­დეგ­. როცა რომის პაპთან ვიგალობეთ, სამწუ­ხაროდ, ამისთვისაც­ ბევრი სასულიერო პირი მაქილიკებდა.

– ეგ საპატრიარქოსთან შეთანხმებით იყო?

– დიახ, მისი ლოცვა-კურთხევით, უწმინდესი თავადაც ბრძანდებოდა იქ.

– თქვენ ხშირად გიწევთ ქვეყნიდან გასვლა და ამან შეიძლება შური აღუძრას სხვებს…

– ყველაფერი შესაძლებელია. ვის რა ბუნება აქვს, ის ბუნება ამოძრავებს. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი ამიკრძალონ კიდეც.

– მაინც რაღაცნაირად სკანდალებთან ასოცირდებით, ჯერ რომის პაპი, მერე “უცნობი”, შემდეგ ლუჟკოვი…

– რამდენიმე სასულიერო პირმა დამცინა კიდეც, მოდი მე ბანს მივცემო, და ასე შემდეგ. გამოჩენა აღარც მინდოდა. როცა რომის პაპთან ვიგალობეთ, ლამის ჯვარს მაცვეს, ერეტიკოსთან იგალობაო, ანათემას უნდა გადაეცესო… ეს ძლივს გადავიტანე, ძალიან ვინერვიულე. არ მინდოდა გამოჩენა.­ ისევ უწმინდესი დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში, ყოველთვის მხარში მიდგას. ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ მტოვებს. უწმინდესი ძალიან მიყვარს, მართლაც მამაა ჩემი, საერთოდ, მთელი ერის. დღეს რომ აქ ქრისტეს ენაზე ტარდება წირვა, მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა.

გიასთან ერთად რომ ჩავწერეთ გალობა, დედა ღვთისმშობლის მარხვა იყო და ისევ ლანძღვის კორიანტელი წამოვიდა. მაშინ ვთქვი, ცოტა ხნით გავერიდები, აღარ გამოვჩნდები-მეთქი. ესეც კი უკუღმა გაიგეს, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა, მამა სერაფიმე გადავიდაო… არსად არ გადავალ, არსად არ მივდივარ. შეიძლება უკვე პენსიის დროც მომიახლოვდეს, შეიძლება მომიახლოონ კიდეც, მაგრამ აქაურობას არასოდეს დავტოვებ!

ლუჟკოვი ახსენეთ და, გულის სიღრმეში კი ვფიქრობდი, შეიძლება ეს ამბავი უფრო ცუდად გაიგონ-მეთქი. იცით, არც ვიცოდი, თუ ლუჟკოვი ცოცხალი იყო და როცა მითხრეს, ქანდაში ჩამოვიდაო, ახალი გაღვიძებული ვიყავი და ვუთხარი, დამელოდოს-მეთქი. ამას ჰქვია, ლამაზად შემიცურეს ფეხი.

– რას გულისხმობთ?

– სანამ ლუჟკოვი ჩემთან მოვიდოდა, შიომღვიმეში იყო, მერე დავითგარეჯშიც, კიდევ უამრავ ადგილას, მაგრამ ეს არ გაშუქებულა. მაინცდამაინც ჩემთან მოსვლა რატომ გააშუქეს ტელევიზიებმა? ერთი ტელეარხის სიუჟეტში კი სხვა სასულიერო პირი ლუჟკოვს ეხუტება და ქვემოთ ტიტრია:­ “მამა სერაფიმე”.

– მამაო, ვიცი, რომ გალსა და ოტობაიაშიც იბრძოდით…

– ეს ის თემაა, რომელზედაც არ ვსაუბრობ. ის ჩემი წარსულია და სიმართლე გითხრათ, არც მინდა ამის გახსენება.

– პოლიტიკა და მამა სერაფიმე…

– არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომ­ლებმაც ჯვარს მაცვეს. რა უნდათ, ვერ გავიგე. მე ყოველთვის აპოლიტიკური ვიყავი, არასოდეს მითქვამს, ხალხო, ამათ პატივი ვცეთ, იმათ არა-მეთქი. ამას ყოველთვის გავურბივარ. აქა ვარ ჩემთვის, იქ, სადაც ჩემი ერია, ასურელები.

– ქანდა არცთუ ისე შორს არის მავთულხლართებისგან… რა შეგრძნებაა ეს?

– ბერები ჩავდიოდით იქ, და ვდგებოდით ხატებით. რაც გვქონდა, რისი საშუალებაც იყო: პური იქნებოდა თუ ხორცი, ჩაგვქონდა. დღეს ჩემი სულიერი შვილია ხშირად მათთან. მისი საშუალებით ახლაც ვეხმარები მავთულხლართების იქით მყოფთ.

– რაში ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას ანაფორა?

– “იყავით სრულიად თავისუფალნი, ხოლო თქვენს თავისუფლებაში არა შესცო­დოთ”, – ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები და ღმერთი არს სიყვარული, და სიყვარული არის უსასრულო თავისუფლება, რომელიც გვათავისუფლებს ცოდვებისა და ბოროტის ბორკილებისაგან. ამიტომ რაშიც ვიზღუდები მე, სჯულის თვალსაზრისით, იმაში იზღუდებით თქვენც, იმიტომ, რომ სჯული მოცემულია არა მარტო ბერებისათვის, არამედ ერისკაცებისთვისაც, რადგან ქრისტე ყველას ერთად გვასწავლიდა, სწორად როგორ უნდა ვიცხოვროთ.

– როგორი მამაა მამა სერაფიმე თავისი შვილებისათვის, თუ ახერხებთ ხშირად მათთან ყოფნას?

– ხშირად ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მამას, მეც ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ამავე დროს ჩემი სულიერი შვილისათვის უფრო მეტად დავხარჯულვარ, ვიდრე ღვიძლი შვილებისათვის. მათ არაფერში ვზღუდავ, არასოდეს მითქვამს მათთვის, რომ შარვალი ან მოკლე­ კაბა არ ჩაიცვან. ვეუბნები, ეს ჩემთვის მიუღებელია და დანარჩენი შენ იცი, შვილო. ეცადე, ისე იცხოვრო, რომ შენს თავთან არ შეგრცხვეს-მეთქი. სამი ქალიშვილის მამა ვარ. ჩემი უფროსი ქალიშვილი მას შემდეგ­ არ მინახავს, რაც ის 4 თვის იყო. მას დაბა­დებიდან აქვს სენი. სულ ვლოცულობდი, რამენაირად გამოსულიყო კავშირზე… არ გამოდიოდა, მეტიც, ბავშვმა იცოდა, რომ მე ცოცხალი არა ვარ.

– ახლა?

– ახლა ველაპარაკებით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ღვთის წყალობით აქედან ვეხმარები. ის საბერძნეთის მოქალაქეა. ერთი დღე არ გავა, რომ არ მელოცოს მისთვის. 2017 წელს ვიყავი საბერძნეთში და მოვემზადეთ შეხვედრისათვის, მაგრამ მე ვერ შევხვდი… ვერ მივედი… ბოლო წამს შემეშინდა, მაგრამ არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ ვნახო.

– ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?

– სიკვდილზე… ალბათ, ამაზე უნდა იფიქრობს ყოველმა ბერმა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. ძალიან რთულია… და სიკვდილი ყოველთვის შავი ფერია. აი, გარდაცვალება ცოტა სხვა რამ არის და სულ იმას ვამბობ და ეს ანდერძადაც მაქვს დაწერილი, როცა დამასაფლავებთ, ყვავილი არავინ მოიტანოს. თითო კაცმა თითო ქვა მოიტანოს და საფლავის ქვას მიაწერონ, “აცხოვნე, ღმერთო, მამა სერაფიმე”. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– რა გაწუხებთ, მამაო?

– თქვენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით, – საყლაპავი მილის ფიზიოლოგიური შევიწროება, რომელიც ზოგჯერ გუდავს, ანუ არ გაძლევს საშუალებას პურის ჭამის, ვერ ვყლაპავ და ვიგუდები. ბევრჯერ გამღვიძებია იმისგან, რომ ნერწყვი ვერ ჩამიყლაპავს და ვიგუდებოდი. არც ისე დიდი ხნის წინ 18 კილოგრამი დავიკელი. არავინ იცის, რა მოხდება, შეიძლება 90 წელი ვიცოცხლო და შეიძლება დღეს ღამე გავიგუდო. სიმღერაც აკრძალული მაქვს. მე ვემზადები იმისათვის, რომ უფრო ადვილად გადავლახო ეს შიში.

– გეშინიათ, მამაო?

– რა თქმა უნდა, მეშინია, მაგრამ ამავე დროს ვინც ჩემთან მოდის, ვეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. 2018 წლიდან ყოველ საღამოს ვამბობ: “თუ მოვიდა ჩემი დრო, უფალო, გამიყვანე”. აი, ამისათვის ვემზადები.

– ღმერთს რას ეტყოდით?

– არაფერს. არც ავხედავ მის წმინდა ბაგეებს, მისი წმინდა ფეხებით დავტკბები. ესეც საკმარისია ჩემთვის. ის არის ერთადერთი, ვისაც ვეთაყვანები.

“კვირის პალიტრა”

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23 იანვარი, 2026

სტატუსი არ მოგვცეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს - კახი კალაძე

 მონადირე ძაღლების გამოფენა ჩოხატაურში

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამი მოქალაქე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ

14:15; 23.01.2026
პოლიტიკა

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ“ – ვაშაძის კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ

13:28; 23.01.2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო