თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას, რომელზეც თბილისის ზღვის გენერალური გეგმის კონცეფციაა ასახული.
ლექვინაძე ფოტოს რუსთავი 2-ის მიერ დამონტაჟებულს უწოდებს.
“ეს არის
თბილისის ზღვის გენერალური გეგმის კონცეფცია, რომელიც შეიქმნა PWC-ის საკონაულტაციო ჯგუფის მიერ და გავლილია თბილისის გენერალური გეგმის მიერ, ის ფოტო რაც გავრცელდა ტვ რუსთავი 2-ის მიერ არის დამონტაჟებული, ასევე არასწორი და ცრუ ინფორმაციაა გავრცლებული საკრებულოს ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით და ცრუპენტელობით ცდილობს თბილისელების შეცდომაში შეყვანას“, _ წერს ირაკლი ლექვინაძე.
ამავე თემაზე: