პარლამენტის წინ აქციაზე ევროპული საქართველოს ლიდერები მივიდნენ. აქ იმყოფება საპრეზიდენტო კანდიდატი ბაქრაძეც. მან ზაზა სარალიძის დაკავება ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულ პროვოკაციად შეაფასა.
5 თვეა ზაზა სარალიძე ითხოვს შვილის მკვლელების და მფარველების დასჯას, ვისი ვინაობებიც საპარლამენტო კომისიას დადგენილი აქვს. ხელისუფლება კი ცდილობს ამ დროის განმავლობაში მის დისკრედიტაციას და პროვოცირებას”, _
განაცხადა ბაქრაძემ.
მან ასევე აღნიშნა რომ აქციაზე სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.