მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას უმატებენ ცხიმიან ხორცს, ხორციან საკვებს, თევზს, ასევე სალათის სოუსებს.
სოფლის ხაჭო ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო საკვებია გულისათვის, რადგან მასში ნაკლებია ცხიმები, მაგრამ ბევრია კალცი და ცილები.
ჟელატინი იყიდება ფირფიტებით და გრანულებით. ერთი ფირფიტა ჟელატინი როგორც წესი, 2 გრამი გრანულირებული ჟელატინის ტოლია.
ღვინოსთან ერთად არ უნდა მიირთვათ თევზის ცხიმიანი სახეობები.
ტორტებისა და ნამცხვრების კლასიფიკაცია გამოცხობის ტიპის მიხედვით ხდება. ტორტები არსებობს: ბისკვიტის, ფენოვანი, მოხარშული, კაკლის, ცილის, შაქრის, ვაფლის და კომბინირებული. თითქმის ყველა მათგანის შემადგენლობაში შედის შაქარი, ფქვილი, კვერცხი, ხოლო თაფლის ტორტებში რა თქმა უნდა თაფლიც. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, ტორტს შეიძლება დაემატოს: ცხიმი, არაჟანი, კაკალი, ხილი, სპირტიანი სასმელები (კონიაკი, ღვინო), სანელებლები და სხვა.
ავტორი