პირველ რიგში კარგია, რომ გვაქვს შეკრების თავისუფლება და ადამიანები გამოვიდნენ ამ ახალგაზრდის სოლიდარობის მიზნით, რომელიც დაკავებულია. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი არის სამარცხვინო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ იმის ფონზე, რაც ხდებოდა მარტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება და არ არის საჭირო ამ დემონსტრაციის ინდივიდების ამორჩევა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია აქ მოსვლა და სოლიდარობის გამოხატვა”, – განაცხადა ფონ კრამონმა.
წყარო: imedinews