რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, ისნის რაიონში, დედოფლისწყაროსა და წურწუმიას ქუჩების კვეთაზე, გზის სავალი ნაწილი ჩავარდა და სატვირთო ავტომობილი ჩაიტანა.
ადგილობრივების თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე, გახეთქილი ორი დღის განმავლობაში წყალი იღვრებოდა, თუმცა, შეტყობინებების მიუხედავად პრობლემის მოგვარებაზე არავის უზრუნია.
ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ვიდეო გურია ნიუსს თბილისის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მოაწოდა.