გუშინ გარდაცვლილ გიორგი მახარაძეს თანასოფლელები ემშვიდობებიან.
გიომ გვიჩვენა მაგალითი კაცობისა, მეგობრობისა, სამაგალითო შვილობისა და შვილიშვილობისა…
ისე ლამაზი გზებით იარე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყო, ამიტომაც გგლოვობს დიდი თუ პატარა, ტკივილად იქეცი მთელი სოფლისთვის, ნუგეშმა დაკარგა აზრი და ფუნქცია, გულები დაგვიხეთქე ყველას.
მარადისობაში სანთელი, ნათელი და სულის სიმშვიდე დაგვჩა იმედად!
მშვიდობით, ჩემო თბილო, ტკბილო, ,,ბუთურია” ბიჭო! _ წერს ხათუნა წიტაიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მკვიდრი გიორგი მახარაძე გუშინ დენის დარტყმით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გიორგი სამუშაოდ სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.