https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონ!“

9:02; 17.02.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი მოგონებების სტუმარი ბატონ ოთარ გაბელია გახლავთ. ბატონი ოთარი თბილისის „დინამოში“ იმ წლებში ასპარეზობდა, როდესაც გუნდმა ყველაზე შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. რასაკვირველია იმ გამარჯვებებში კარის დარაჯის წვლილი განსაკუთრებული გახლდათ. გაგახსენებთ მოსკოვის „დინამოსთან“ „ლუჟნიკების“ სპორტულ სარბიელზე ჩატარებულ სსრკ-ის თასის გადამწყვეტ ფინალურ შეხვედრას და მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანი საჯარიმოების სერიას. რომ არა ოთარ გაბელიას ბრწყინვალე თამაში, თასს თბილისში ვერ ჩამოვიტანდით.

ოთარ გაბელია ერთხელ სსრკ-ის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, წარმატებულ კარის დარაჯთა სამეულში კი სტაბილურად ხვდებოდა. ამის მიუხედავად სსრკ-ის ნაკრებში ასპარეზობა თითქმის არ მოუწია. იმ დროს ნაკრებში რინატ დასაევი თამაშობდა და „საბჭოთა ეროვნული გუნდის“ მწვრთნელები „დასაევის ფაქტორის“ გამო ქართველი კარის დარაჯის მიწვევას „ერიდებოდნენ“. როგორც ამბობდნენ, მოსკოვის „სპარტაკის“ მეკარე კონკურენციას ვერ იტანდა და ნაკრების თავკაცებიც ე.წ. „სასათბურე პირობებს“ უქმნიდნენ…

„ჩვენს ოჯახში ფეხბურთის ბუმი იყო, თუმცა განა ასე არ იყო მაშინ მთელ საქართველოში? ჩვენ ჩაის მეურნეობაში ვცხოვრობდით, რომლის დირექტორი მამა იყო. იმ დროს ტელევიზორი ყველა ოჯახს არ ჰქონდა და ამიტომ, როცა „დინამოს” მატჩებს გადმოსცემდნენ, ჩვენთან 20-25 კაცი ყოველთვის იკრიბებოდა.

გუშინდელი დღესავით მახსოვს: ერთ დღეს მამა მოვიდა, ჟურნალი „ოგონიოკი” მოიტანა, რომლის გარეკანზე სერგო კოტრიკაძის ფოტო იყო და მითხრა: „ა კაცი, რო დასდევ მაგ ბურთს, ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონო”. 9 წლის ვიყავი მაშინ და მამაჩემის სიტყვები გულში ჩამწვდა. მგონი, საბოლოოდ სწორედ მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა.

ჩვენს გუნდში, სადაც სომეხი და რუსი ბავშვებიც თამაშობდნენ, თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ „ოგონიოკის” და სერგო კოტრიკაძის ამბის შემდეგ, ნელ-ნელა კარში ჩადგომა დავიწყე. ჩემი სკოლის გუნდი მალე ქუჩების ჩემპიონი გახდა, ფოთში, დასავლეთ ზონის ტურნირზე კი საუკეთესო მეკარე გავხდი! მეათე კლასში რომ გადავედი, ზუგდიდის „დინამომ” მიმიწვია. იქ ორი წელი გავჩერდი, მერე კი სოხუმში გადავედი.

სოხუმის „დინამოში” გატარებული წლები დაუვიწყარია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ სოხუმში შევიცანი. იქ იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ – ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

ვიტალი დარასელიაც სოხუმში გავიცანი. 1972 წელს ერევნის „არარატთან” ამხანაგური თამაშისთვის ვემზადებოდით და იმ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო ჩვენმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ. „არარატის” წინააღმდეგ დარასელია ბოლო 15 წუთს ათამაშა მწვრთნელმა და ვიტალის ეყო ეს დრო, რომ გუნდში დარჩენილიყო. სხვათა შორის, 3:2 მოვუგეთ იმ „არარატს”, რომელიც მომდევნო წელს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

„დინამოში” ნოდარ ახალკაცმა მიმიწვია, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ მიხაილ იაკუშინი მაკვირდებოდა. თუმცა, მარტო მე არა – მის სიაში რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავაც იყვნენ. რაც შეეხება უშუალოდ წინადადებას, ნოდარ ახალკაცის შემოთავაზება ცხონებულმა გიგა ნორაკიძემ გადმომცა ჩემსავე ქორწილში – იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!

„დინამოში” პირველად 1977 წლის თებერვალში ვითამაშე. ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად თბილისს ლუბლიანის „ოლიმპია” ეწვია და ახალკაცმაც ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ანგარიში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდი სხვაობით რომ მოვიგეთ, ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს, 1977 წლის 22 მაისი იყო, ბაქოს „ნეფთჩისთან”  4:1 გავიმარჯვეთ. ბაქოელებმა ერთადერთი გოლი პენალტით გამიტანეს, თუ არ ვცდები აბასოვმა დაარტყა თერთმეტმეტრიანი.

1979 წლის საკავშირო თასის ფინალის წინ ვიცოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში დავით გოგიას უნდა ეთამაშა. მატჩის წინა ღამეა, ბიჭები ჩემთან არიან ოთახში, დომინოს ვთამაშობთ. უცბად ტელეფონმა დარეკა და შემატყობინეს – ნოდარ ახალკაცის გადაწყვეტილებით, მოსკოვის „დინამოსთან” შენ ითამაშებო. თურმე დათოს ფეხი უტკენია. ავღელდი. ბიჭები ეგრევე ოთახიდან გავყარე – ვერ მიხვდნენ რა მოხდა და არც მე მითქვამს. ისე ავღელდი, ღამის სამ საათამდე ვერ დავიძინე.

იმ პენალტების სერიაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, სჯობს სხვებმა ილაპარაკონ. საერთოდ, მეკარე დარტყმას არ ელოდება – წინასწარ ირჩევს კუთხეს. გაზაევის პენალტის წინ მეც კუთხე ავირჩიე და ისე მოხდა, რომ, გამოვიცანი. თამაშის მერე რეზო ჩელებაძე ამბობდა, მე ვურჩიე ოთარს საით გადამხტარიყოო, მაგრამ მთლად ეგრე არ არის და საერთოდ, ჩელეს ხუმრობა ძალიან უყვარს.

1979 წელს ჟურნალმა „ოგონიოკმა” საუკეთესო მეკარედ დამასახელა – ჩემი კერპის, სერგო კოტრიკაძის მერე მეორე ქართველი გავხდი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა! ეს აღიარება, ალბათ, თასის ფინალში მოგერიებულმა სამმა პენალტმაც განაპირობა.

ჩემ დროს საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი მეკარე რინატ დასაევი იყო. ძლიერი გახლდათ, შესანიშნავი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ერთი სუსტი წერტილი მაინც ვუპოვე – როცა კონკურენტს შენიშნავდა, ნერვიულობდა და შეცდომებს უშვებდა. დასაევის ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა კარგად იცოდა და ამიტომ ჩემს ნაცვლად შეკრებაზე პილგუის იწვევდა – იცოდა, რომ მას პირველობაზე პრეტენზია არ ჰქონდა და დასაევიც მშვიდად ეყოლებოდა. თან, დასაევი მოსკოვის „სპარტაკში” თამაშობდა და მისთვის ნაკრების კარი უფრო ადვილად იღებოდა, ვიდრე სხვა კლუბების მეკარეებისთვის. ქვეყნის პირველ გუნდში ერთადერთხელ ვითამაშე, 1979 წელს თბილისში, გერმანელების წინააღმდეგ, თუმცა სანაკრებო შეკრებაზე რამდენჯერმე ვყოფილვარ.

1981 წლის 13 მაისს შიში არ ვიცოდით რა იყო. საერთოდ, ყველა მატჩში მოსაგებად გავდიოდით. ერთნი ვიყავით, ერთმანეთის იმედად და ერთმანეთის თანადგომისთვის მზად. ფინალი ერთი თამაშია, ერთი შეცდომა, ემოციებს აყოლა და ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. სწორედ ამისთვის მოგვამზადა ცხონებულმა ახალკაცმა, სხვა დანარჩენი – ფიზიკური მზადყოფნა, ტაქტიკა, მართალია ძალზე მნიშვნელოვანი, თუმც მეორეხარისხოვანი იყო. ხშირად მეძალებოდა ემოციები, მაგრამ 13 მაისს ყველაფერს მოვერიე. ეს არ იყო მხოლოდ ფინალი, რა თქმა უნდა, არც ჩემპიონატის პრინციპული თამაში. ეს იყო ისტორიული მატჩი არა მხოლოდ „დინამოსთვის”, არამედ საქართველოსთვის. და ამის შემდეგ გეკითხებით, მქონდა თუ არა უფლება ემოციებს ავყოლოდი, ერთი შეცდომა დამეშვა?! ბიჭების თანადგომას ყოველ წამს ვგრძნობდი, ამან კარგად იმოქმედა.

თასების თასის ფინალის წინ ფორმა დავკარგე. ამის შესახებ ლამის ყველგან დაიწერა, სადაც ოდნავ მაინც შეეხნენ დიუსელდორფის თემას. იმ ამბავში ვერავის დავადანაშაულებ – აეროპორტებში ხდება ასეთი გაუგებრობები. „ადიდასის” მესვეურებმა მეორე დღესვე მომიტანეს ახალი ფორმა, ბუცები კი საშა ჩივაძემ დამითმო – ორი წყვილი ჰქონდა წამოღებული.

ფინალის დასასრული და შემდგომი წუთები არასდროს დამავიწყდება – თავი სიზმარში მეგონა! ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა გორგოძე იყო და მისი დახმარებით ბიჭები ოჯახებს დავუკავშირდით. სიხარულისგან ოჯახში ყველა ტიროდა!

1982 წლის მიწურულს მწვრთნელებმა გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს და „დინამოდან” სხვებთან ერთად წავედი. ქუთაისის „ტორპედომ” მიმიწვია, მაგრამ იქ თითქმის არ მითამაშია. 1984 წელს „დინამო” დავით ყიფიანმა ჩაიბარა და დამეხმარეო, მთხოვა – მეორე წრიდან უნდა მეთამაშა. დნეპროპეტროვსკის „დნეპრთან” მატჩის წინ ვეტერანებს გავყევი კასპში ამხანაგურ მატჩზე. ერთ-ერთი შეტევის მოგერიებისას, მხრით შევასკდი ძელს და აღმოჩნდა, რომ ლავიწის ძვალი გავიტეხე. ამის გამო იმ ჩემპიონატში საერთოდ არ მითამაშია – ყიფიანი კინაღამ გაგიჟდა.

80-იანი წლების „დინამოში” ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. პირველ რიგში უმცროს მიხეილ მესხს და გრიგოლ ცაავას გამოვყოფდი – ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. არც სხვები ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ როგორც გუნდი, მოვიკოჭლებდით. ვეტერანები – მე, სულაქველიძე, გუცაევი და შენგელია ყველანაირად ვცდილობდით სიტუაციის შეცვლას, შედეგების გაუმჯობესებას, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა – ძალიან სუსტად ვამთავრებდით ჩემპიონატს. რატომ ხდებოდა ასე, ახლა ამაზე საუბარი ადვილია – ათას მიზეზს გამოვძებნით. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მომხდარს ვერ შევცვლით. „დინამო” 80-იანი წლების შედეგებს ნაღდად არ იმსახურებდა.

რომ მითხრან 80-იანი წლებიდან ნათელი წერტილი გაიხსენეო, 1987 წლის შემოდგომით უეფას თასზე ბრემენის „ვერდერთან” ორ შეხვედრას დავასახელებ. მართალია ორი მატჩის ჯამში „დინამომ” 2:3 წააგო, მაგრამ ალალად ვამბობ: იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ გერმანელების დამარცხება შეგვეძლო. უიღბლობა – აი, ეს იყო ჩვენი წაგების მიზეზი. არადა, გუნდი 1/4-ფინალში რომ გასულიყო, დარწმუნებული ვარ „დინამოში” ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ჩვენამდე „ვერდერმა” მოსკოვის „სპარტაკი” გაანადგურა, ეს გუნდი კი საკავშირო პირველობის ლიდერთა შორის იყო. მახსოვს, ამბობდნენ, „ვერდერმა” „სპარტაკი” თუ გაანადგურა, დასუსტებული „დინამოსგან” ქვას ქვაზე არ დატოვებსო, მაგრამ ვერ მივართვით…

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყება რომ გადაწყდა, მშობლიური ზუგდიდიდან შემეხმიანნენ – ჩამოდი, კლუბი ჩაიბარეო. არადა, მანამდე მწვრთნელი არასდროს ვყოფილვარ. ვინერვიულე და ასე არ გამოვა-მეთქი, მივწერე. იქიდან მიტინგებით დამემუქრნენ, არ მომასვენეს, მოკლედ, უშენოდ საქმე არ გამოვაო. ეს მიტინგები ძალიან მოდაში იყო მაშინ – თუ ვინმე რამეს აპროტესტებდა, ეგრევე მიტინგით იმუქრებოდა… მოკლედ, შევედი ნოდარ ახალკაცთან, იმ დროს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ასე და ასეა ჩემი საქმე, თქვენი კონსპექტები მათხოვეთ-თქო. მწვრთნელობის გადაწყვეტილებაზე გაეცინა და რატომღაც რუსულად მითხრა: პრავილნა პასტუპაეშ, პაცან-ო. დამითმო თავის რვეულები და ისიც მირჩია, გუნდი მუხურში მოამზადე, კარგი პირობებიაო. ჩხოროწყუსთან ახლოს, მუხურში ბანაკი იყო შესანიშნავი მინდვრით. გუნდი რომ ჩავიყვანე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ახალკაცმა ჩემზე, იქაურ კაცზე უკეთ იცოდა სად რა დონის სპორტული ბაზა იყო. რაც შეეხება „ოდიშს”, ჩემპიონატი ცუდად არ დაგვიწყია – საწყის ტურებში ლიდერთა შორისაც ვიყავით…

ჩემი წარმოდგენით, ახალკაცი დიდი დიპლომატი იყო. ხშირად მიფიქრია, მას რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ემუშავა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა. თუ რამე უყვარდა ჩვენს მწვრთნელს, პირველ რიგში დისციპლინა. რასაც მიაღწია, სწორედ წესრიგის სიყვარულით და დაფასებით.

მემკვიდრე? ძალიან მომწონდა აკაკი დევაძის თამაში. მას რამდენიმე კარგი სეზონი ჰქონდა, საქართველოს ნაკრებშიც ადვილად დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ მისი მონაცემების პატრონს, გაცილებით მეტი შეეძლო. სამწუხაროა, რომ დევაძის კარიერა სწორად ვერ განვითარდა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

კახა კალაძე: თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026
ზაფრანი

როგორია თქვენი სანუკვარი ფარული ოცნებები

10:38; 21.01.2026
ზაფრანი

პროფესია – ცოლი

10:36; 21.01.2026
ზაფრანი

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10:31; 21.01.2026
საზოგადოება

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

10:29; 21.01.2026
ზაფრანი

ერთი წინადადება, რომლის შეხსენება ძალიან გჭირდებათ

10:24; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო