საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი ხმა დააფიქსირა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ.
„ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში, სადაც მრავალ პარტიული სისტემა იქნება, არ იქნება მშიერი ბავშვი და მოტყუებული ადამიანი. პრეზიდენტი უნდა იყოს არა ის, ვინც თავიდანვე ღალატობს და თავისი განცხადებებით ეწინააღმდეგება საქართველოს მთლიანობას, არამედ ის, ვისაც ესმის და იცის, როგორ უნდა წარმართოს ქვეყნის მომავალი“,_განაცხადა ბურჭულაძემ.