“შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ვესწრებოდით ორივე მხრიდან, მივედით შეთანხმებამდე, რომ კარდაკარ ჩამოვივლიდით და ხელწერილს დავაწერინებდით იმ პირებს და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოყალიბდება მშვიდობა.
როცა ვიშლებოდით, ხელის ჩამორთმევის დროს ერთმა პირმა ფეისბუქზე დადო ისეთი პოსტი, რომ ამაზე აუცილებლად ნორმალური ადამიანი მოახდენს რეაგირებას. ახლა ველოდებით საპატრიარქოდან, სამუფთოდან ჩამოვიდნენ წარმომადგენლები, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ერთხელ და საბოლოოდ, მშვიდობა დამყარდება. მე ამის მომხრე ვარ”,_ გვითხრა ბუკნარის მცხოვრებმა, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფრიდონ ჭალაღიძემ.