“ძალიან მშვიდობიანი დილა.
2023 წელს ეს ხიდი (ქალაქთან დამაკავშირებელი მთავარი გზა) წყალდიდობის დროს დაზიანდა და ჩავარდა, 2024 წელს ისევ წყალდიდობა იყო და ისევ ასე დაიტბორა (მაშინაც ვითხოვდი აღდგენას) 2025 წელია და ისევ ეს მდგომარეობაა. რით ვერ დასრულდა სატენდერო მოკვლევა ამდენი წელი? რით ვერ გახდა პრიორიტეტი ეს სოფელი და ეს ხალხი?!
დღეს ღვთისმშობლობაა და იქნებ ნიშანია რაღაცებზე დაფიქრდეთ?! (მაინც ყველა პაპზე დიდი კათოლიკეები ხართ).
ისე ტურიზმს სხვანაირად ვერ ვავითარებთ და იქნებ დაგვეწყო ტურები და მოგვეზიდა უცხოელი ტურისტები ჩვენს სანახავად, როგორც ბუნებრივ კატასტროფებს გადარჩენილი, ღმერთის და ბუნების იმედად დარჩენილი ცივილიზაცია?!
აღფრთოვანდებიან ამდენის გაძლებით აქამდე როგორ მოაღწიეთო”,_ წერს ადგილობრივი თამო ონიანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციიისთვის, ვიდეო ნაგომარშია გადაღებული.



































































