ამ წუთებში “გურია ნიუსს” შეატყობინეს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ისევ შეფერხებაა.
“ისევ შეფერხებაა, ისევ კოლონა დგას მანქანების. ცალკე კიდევ ტრაილერების უზარმაზარი კოლონა დგას. ვკითხულობთ რა ხდება, არავინ არაა პასუხის გამცემი. 1 საათია ვდგავარ. ცოტ-ცოტა ამოძრავდა თითქოს.
გუშინ დასავლეთის მიმართულება იყო შეფერხებული, დღეს აღმოსავლეთის მიმართულებაა. ვდგავართ ამდენი ხანია”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას დასავლეთიდან დედაქალაქისკენ მიმავალი მგზავრები.