“ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო სამართლიანი არჩევნებისგან ითხოვს”,_ ამის შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.
“დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნებს“ ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები. მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
„სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად”,_ აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.