https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ISFED-ის შეფასებებში შესაძლოა საარჩევნო პროცესის არაარგუმენტირებული დისკრედიტაცია იკვეთებოდეს

20:04; 22.08.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებებში შესაძლოა საარჩევნო პროცესის არაარგუმენტირებული დისკრედიტაცია იკვეთებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს თითოეული საარჩევნო პროცედურა წარმართოს გამჭვირვალედ; პერმანენტულად ვაქვეყნებთ ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებსაც. სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ გაიზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ შეფასებებს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი პროფესიული და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების არჩევის თაობაზე; აღნიშნულმა შეფასებებმა შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოებაც და საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც.

ამიტომ გარდა იმ დეტალური სტატისტიკური მონაცემებისა თუ როგორ წარიმართა არჩევების პროცესი, წარმოგიდგენთ დამატებით დეტალებს რაც კიდევ უფრო ცხადყოფს თუ რა საქმიანობა გასწია საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ არჩევნები წარიმართოს სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში:

წელს ცესკომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატების გასაუბრებების ე.წ. „ლაივ რეჟიმში“ წარმართვის თაობაზე (ცესკოს ოფიციალურ სოციალურ ქსელში); ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალი ედევნებინა ამ პროცესისთვის. გასაუბრების პროცესის ე.წ. ლაივ რეჟიმში წარმართვის გადაწყვეტილება ცესკოს 15 წევრის შეთანხმების შედეგი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასაუბრებებს წარმართავდნენ როგორც ცესკოს პროფესიული, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

სტატისტიკური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით

ISFED-მა პოზიტიურად შეაფასა ცესკოს გადაწყვეტილება გასაუბრებების პირდაპირი ტრანსლირების თაობაზე, თუმცაღა იქვე აღნიშნა, რომ ამ ინოვაციამ არათანაბარ პირობებში ჩააყენა კონკურსანტები, რადგან მათ საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ ერთმანეთის გამოსვლებისთვის. ცესკო ვერ გაიზიარებს ISFED-ის ამ მოსაზრებას, რადგან გასაუბრებების ტრანსლირების პირობებში, ნებისმიერ ფორმატში კანდიდატებს ექნებოდათ მსგავსი შესაძლებლობა, ვინაიდან 180 კანდიდატთან ერთდროულად გასაუბრების წარმართვა შეუძლებელია. ამასთან 311-დან 180-მა კანდიდატმა თავად განაცხადა თანხმობა გასაუბრებებზე. ცესკო მოქმედებდა კანდიდატების ინტერესებიდან გამომდინარე და პროცესის ღიაობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ ვერ გავიზიარებთ ორაზროვან შეფასებას ცესკოს ცალსახად უპრეცედენტო და დადებით გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულები (ცესკოს 15 წევრი ჩართული იყო უშუალოდ გასაუბრებების პროცესში).

ვეხმაურებით ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

1.არ შეესაბამება სიმართლეს განცხადება, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა კანდიდატების სიაში წარმოდგენილ პირველ 8 კანდიდატს, რადგან:

2 584 საარჩევნო უბანზე 8 ვაკანსიაზე 8 განცხადება იყო წარდგენილი, 8-ზე ნაკლები განცხადება იყო  – 138 საარჩევნო უბანზე, 9 განცხადება – 611 უბანზე, ხოლო 9-ზე მეტი განცხადება მხოლოდ – 331 უბანზე.

შესაბამისად ის ფაქტი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ხმას აძლევდნენ სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს, იმ მარტივი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ უბნების უმრავლესობაში 8-ზე მეტი კანდიდატი უბრალოდ არ არსებობდა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები სხვაგვარ არჩევანს ვერც გააკეთებდნენ.  ჯამში 942 საარჩევნო უბნიდან, სადაც 8-ზე მეტი კონკურსანტი იყო,  196 საარჩევნო უბანზე არის არჩეული პირველი რვა კანდიდატი, ანუ ამ 942  უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების  20.81% პროცენტი. აქედან გამომდინარე ISFED-ის განცხადება თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა ხმას აძლევდა სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს, არასწორია.

რაც შეეხება იმ უბნებს, სადაც  9 ან მეტი კანდიდატი იყო წარდგენილი, ხმის მიცემისას ამგვარ ერთეულ ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ვინაიდან კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია წარმოებდა რიგითობის მიხედვით და ამავე რიგითობით აისახებოდა სიაში.

2.ჩვენი მოსაზრებით შესაძლოა ხმამაღალიც კი იყოს ISFED-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები (მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით)

საზოგადოებამ გვინდა იცოდეს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ არჩეული 29 086  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან, გამოიკვეთა 4 732 პირი, რომლებიც 2013-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები (პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები). ამ 4 732 პირიდან, 1 831 იყო „ქართული ოცნების“, ხოლო დანარჩენი 2 901 სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.

ამდენად იმის მტკიცება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, შესაძლოა წარმოადგენდეს ფაქტებით მანიპულაციას.

3.ჩრდილს აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციას იმაზე აპელირებაც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე არჩეულ პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული 2020 წლის არჩევნებზე.

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 29 086 არჩეული წევრიდან ორჯერადი დისციპლინური სახდელი ჰქონდა მხოლოდ  4 პირს. ამდენად ამ 4 პირის საკითხის განზოგადება და ამით მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ვფიქრობთ,  პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა რეკომენდაციით, უპირატესობა მიენიჭებინათ ისეთი კანდიდატებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ დაკისრებული ორჯერადად დისციპლინური სახდელი და შესაბამისი სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ეს რეკომენდაცია შემთხვევების 99%-ზე მეტში გათვალისწინებულია.

4.არ არის სწორი ის შეფასებაც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კონკურსში მონაწილე კანდიდატების სია წინასწარ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს, რათა  მათ შეძლონ კონკურსანტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მათთვის მისაღები კანდიდატების გამოყოფა. ვინაიდან ასარჩევი კანდიდატების რიცხვი საკმაოდ მაღალი, ზოგ შემთხვევაში ათასამდეც კი არის, ბუნებრივია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მათთვის მისაღები კანდიდატურების შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ მათთვის კომფორტული ფორმით: იქნება ეს სია თუ რაიმე სხვა ტიპის ჩანაწერი. ნებისმიერი, საქმეში ჩახედული ადამიანი, ვისაც ზოგადად კადრების შერჩევის პროცესში მიუღია მონაწილეობა ამ ფაქტში უჩვეულოს ვერაფერს დაინახავს.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086  არჩეული  წევრიდან 25 730 (88.46%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით, რაც ნიშნავს, შემდეგს – კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობას, უმეტეს შემთხვევებში მხარი დაუჭირეს როგორც პროფესიული ნიშნით არჩეულმა, ისე პარტიული ნიშნით დანიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა.

5.ვერ გავიზიარებთ ვერც ორგანიზაციის ვარაუდსაც, რომ კონკურსანტების განცხადებები ერთი პირის მიერ იყო შედგენილი:

საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვისაც სურვილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევებში, იცოდა, რომ პროცედურების გამარტივების მიზნით ცესკომ შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც განთავსდა როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე ისე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამდენად ის ფაქტი, რომ კონკურსანტების განცხადებები იყო ერთგვაროვანი არ შეიძლება იყოს სპეკულაციების მიზეზი.

6.ასევე საარჩევნო პროცესის დამაზიანებლად მიგვაჩნია ISFED-ის მიერ „საყურადღებო ტენდენციად“ წარმოჩენილი ფაქტი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები არ მონაწილეობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების არჩევებში.

საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხსენებული საარჩევნო სუბიექტების ეს ქმედება შესაძლოა იყოს საარჩევნო პროცესის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ISFED-თვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი გავლენა მოახდინოს პარტიული სუბიექტების მიერ დანიშნული ცალკეული წევრების პარტიული დღის წესრიგით განპირობებულ ქმედებებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია  მოხარულია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის სრული დაცვით და  უზრუნველყოფილი იყო პროცესის მონიტორინგის ყველა ბერკეტი ჩართული მხარეებისთვის.

თუმცა აქვე დავძენთ, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად განცხადებების გავრცელება, რომელშიც შესაძლოა ფიქსირდებოდეს უზუსტობები, ქმნიდეს საკითხით მანიპულირების შესაძლებლობას მიკერძოებული მხარეებისთვის და საერთო ჯამში საზოგადოებას უქმნიდეს უსაფუძვლო უნდობლობას არჩევნებისადმი. 

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ ერთგული რჩება თავისი პრინციპების და აგრძელებს საკუთარ საქმიანობას გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით. ნებისმიერი აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვრცელდება ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეგზავნებათ ჩართულ მხარეებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რათა უზრუნველვყოთ 2 ოქტომბრის არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება“,_ ნათქვამია ინფორმაციაში.

ისფედიცესკო
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9 თებერვალი, 2026

9 წლის მოზარდის ძებნა შეწყდა _ დილიდან სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალები ჩაერთვებიან

ცოტა ხნის წინ, კორონავირუსს ხობის მკვიდრი ემსხვერპლა

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო