კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, ,,ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ყოველთვის უკმაყოფილოა, ამიტომ კოლეგებს ურჩია, ოპოზიციის რეაქცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ნუ გაუკვირდებათ.
,,ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, ნუ გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია მცირე მთავრობის კონცეფციას მოიწონებს. შეგახსენებთ, რომ ისინი არასოდეს არაფერს იწონებენ, ყველაფერს იწუნებენ, მაგალითად, მუნიციპალიტეტების დაყოფას ისევ იმ მხარეში ეწინააღმდეგებოდნენ, როგორც შემდეგ მის გაერთიანებას, ანუ ვერ გავიგე მათი კონცეპტუალური და შინაარსობრივი მხარდაჭერა თუ წინააღმდეგობა სად არის, აბსოლუტურად ერთმანეთშია აღრეული“, _განაცხადა ხუნდაძემ.