კურო და ქალწული
ამ ორი ნიშნის ქვეშ დაბადებული ზოდიაქოს ნიშნები როცა ერთად არიან, ერიდებიან კონფლიქტებს და კომუნიკაციის დროს ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
კუროს და ქალწულის ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ემყარება სიყვარულს, ლოგიკასა და ორგანიზებულობას.
მშვილდოსანი და ვერძი
მშვილდოსნისა და ვერძის ურთიერთობაში ღრმა ემოციური კავშირია.
მეამბოხე მიდრეკილებების გამო ამ ნიშნების გაერთიანება ადვილი არ არის, მაგრამ ისიც კი საკმარისია, ვიცოდეთ, რომ ეს ურთიერთობის შესანიშნავი მოდელია.
მშვილდოსანიც და ვერძიც რუტინული რეჟიმისგან გარბიან და ისინი ცხოვრების გზაზე ერთად უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ.
კირჩხიბი და თევზები
ეს ერთ-ერთია იმ ფანტასტიკურ წყვილებს შორის, რომლებსაც ერთი შეხედვითაც კი ესმით ერთმანეთის. როგორც ჩანს, ისინი ერთნაირად მგრძნობიარეები და ყურადღებიანები არიან ერთმანეთის მიმართ. ერთად – მწუხარებასა და სიხარულში.
ეჭვგარეშეა, ეს არის წყვილი ყველაზე ღრმა ემოციური კავშირით.
სასწორი და კირჩხიბი
ისინი ერთმანეთს თითქმის ყველა დონეზე ავსებენ. მათ ორმხრივ ემოციურობას საზღვარი არ აქვს.
ზოდიაქოს ამ ნიშნების ურთიერთობა ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც შეიძლება „სულიერი თანამოაზრეები“ ვუწოდოთ.
მორიელი და სასწორი
მორიელისა და სასწორის კავშირს ღრმა ემოციური კავშირი ახასიათებს. აღსანიშნავია მათი ორმხრივი გატაცებები და ერთმანეთისადმი ერთგულება.
გარდა ამისა, ინტიმური გაგებით, ისინი ასევე შესანიშნავად ერგებიან ერთმანეთს.
ტყუპები და მერწყული
ტყუპები და მერწყული მიეკუთვნებიან ნიშნებს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. მაშინაც კი, თუ მათ ზოგჯერ საწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნიათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მათ იციან, როგორ შეავსონ ერთმანეთი და ერთმანეთს მოტივაცია როგორ გაუჩინონ.
ერთი პარტნიორის სისუსტე ყოველთვის ანაზღაურდება მეორე პარტნიორის ძლიერი მხარეებით. ისინი ერთად ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებენ.
ავტორი