ვარშავაში ბანკთან დააყაჩაღეს ესკორტი, რომელსაც ნაღდი ფული გადაჰქონდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას tvn24.pl ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ოთხი ნიღბიანი მამაკაცი მივარდა ბანკთან. თავდამსხმელებმა ფულით სავსე ჩანთა წაიღეს ესკორტიდან და მიიმალნენ. არაოფიციალურად, საუბარია ნახევარი მილიონი ზლოტის ქურდობაზე – ეს თანხა ირკვევა RMF FM-ისა და პოლონური პრესის სააგენტოს ანგარიშებში.
ჩანთის წართმევის დროს ჩხუბი მოხდა, რა დროსაც დაცვის თანამშრომელი დაშავდა. მას თავის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამომძიებელ ჟურნალისტ რობერტ ზიელინსკის თქმით, ბანკის დაყაჩაღების საქმეზე პოლიციას მიაჩნია, რომ დანაშაული ქართულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა ჩაიდინა.
მათი ინფორმაციით, ოთხი მამაკაცი ერთმანეთს აღმოსავლური აქცენტით ესაუბრებოდა. ისინი შეიძლება იყვნენ ქართველები – ხაზგასმით აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პოლიცია ამბობს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაშავდა და ექიმებს მოუწოდა სიფხიზლისკენ, უჩვეულო დაზიანებების მქონე პაციენტების მიღებისას.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ უკრაინული ნომრების ,მქონე ლურჯი ფერის ფოლკსვაგენი, რომლითაც დამნაშავეები გაიქცნენ უკვე იპოვა. ცნობილია, იმ ავტომობილის მარკაც, რომლითაც ბანკის დაყაჩაღების საქმეზე ეჭვმიტანილები გადაადგილდებიან. მათ Opel Insingi მოიპარეს.
გამოძიება გრძელდება.