სააგენტო Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტისადმი “ისლამური სახელმწიფოს” პირველ მიმართვას ავრცელებს.
ტერორისტული დაჯგუფება წერს, რომ აშშ იძირება, მას “იდიოტი” მართავს, რომელმაც არ იცის “რა არის სირია და ერაყი”.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ამ ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან ტრამპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პირველი განცხადებაა, მას შემდეგ, რაც ის ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატები მოკავსირეებთან ერთად 2014 წლიდან აწარმოებს კამპანიას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიასა და ერაყში.
imedinews.ge