„ისლამური სახელმწიფო“ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა ძალებმა სირიაში მათი ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მოკლეს და შურისძიების პირობას დებს.
დაჯგუფება, ასევე, სპიკერის გარდაცვალებასაც ადასტურებს.
Reuters-ის ცნობით, როგორც გავრცელებულ აუდიოჩანაწერშია ნათქვამი, დაჯგუფებამ ლიდერის მემკვიდრედ აბუ იბრაჰიმ ალ ჰასემ ალ ქურაიში დანიშნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აისახება თუ არა უარყოფითად ლიდერის დაკარგვა ჯგუფის შესაძლებლობებზე, ღია დებატების თემაა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბაღდადის სიკვდილი დაჯგუფების დამსხვრევას გამოიწვევს. თუმცა, საუბრობენ იმის შესახებაც, რომ „ისლამური სახელმწოფოს“ იდეოლოგია და სექტური სიძულვილი ბევრს იზიდავს.
ბაღდადის გარდაცვალების შემდეგ დაჯგუფებამ ერაყში, სირიასა, ავღანეთში მომხდარი არაერთი თავდასხმის შესახებ აიღო პასუხისმგებლობა.