ისლანდიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაცით, ამის მიზეზი ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გახდა. აქამდე ისლანდიის მოქალაქეები კორონავირუსით ავსტრიასა და იტალიაში ინფიცირდებოდნენ. ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობა ინფექციის გავრცელებაზე მიმართულ უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში შესაძლოა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალონ.