ისრაელი-პალესტინას საზღვარზე გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 500-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
როგორც ცნობილია, საპროტესტო აქცია იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა პალესტინელები ჰაერში სროლით გააფრთხილეს, რომ საზღვარზე არსებულ გამყოფ ღობეს არ შეხებოდნენ.
CNN -ის ცნობით, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის სამხედროების მიერ, მას შემდეგ, რაც მარტში საპროტესტო აქციები დაიწყო.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ წინაპართა სახლების დაბრუნება სურთ, რაც 1948 წელს დაკარგეს.
ისრაელის თქმით, დემონსტრაციები „ჰამას“ ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული.























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)








