ისრაელის არმიამ ღაზაში საჰაერო დარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური, ჰუსამ აბუ ჰარბიდი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჰუსამ აბუ ჰარბიდი ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთ დანაყოფს 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა.