ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 13 სართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა.
როგორც AL JAZEERA იუწყება, მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელზე საპასუხო იერიში მიიტანა და თელავივის მიმართულებით 130-მდე რაკეტა გაუშვა.