ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშს ჰომსისა და დამასკოს გარეუბანში სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.
მაუწყებლის ცნობით, ისრაელის სამხედრო სპიკერი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.