,„მიმდინარე კვირას ირანმა ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩია. ყველა იმ ადამიანისგან, ვისი არჩევაც ხამენეის შეეძლო, მან „თეირანის ჯალათი“ აირჩია“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.
მისი თქმით, ებრაჰიმ რაისის არჩევა მსოფლიო ძალებისთვის ნიშანია, რომ ირანთან დაკავშირებით უნდა გაიღვიძონ.
„მიმდინარე კვირას ირანმა ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩია. ყველა იმ ადამიანისგან, ვისი არჩევაც ხამენეის შეეძლო, მან „თეირანის ჯალათი“ აირჩია. ეს არის ადამიანი, რომელიც სიკვდილის კომიტეტებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით უდანაშაულო ირანელი სიკვდილით დასაჯა.
რაისის არჩევა, მე ვიტყოდი, რომ ბოლო შანსია, მსოფლიო ძალებმა, რომ გამოიღვიძონ ბირთვული შეთანხმების დაბრუნებამდე და გააცნობიერონ, ვისთან ერთად აკეთებენ ბიზნესს. ეს ბიჭები მკვლელები, მასობრივი მკვლელები არიან.
სასტიკი ჯალათის რეჟიმს არასდროს უნდა ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღი, რაც მას საშუალებას მისცემს, მოკლას არა ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანი.
ისრაელის პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეიცვლება”, _ განაცხადა ისრაელის პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა.
ავტორი: მერაბ ცაავა