იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.
კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით, პრემიერის წინააღმდეგ პროცესი უკვე მესამედ მიმდინარეობს. 2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა.
როგორც გამოცემა წერს, სასამართლო პროცესის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო, რისის მიზეზიც კორონავირუსის პანდემია და ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები გახდა.
ეს ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.