ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დამძიმებულია. ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ღაზას სექტორში ყუმბარის აფეთქების შედეგად ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცი შაბათს ღამით ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მოკლეს.