BBC– ის ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ღაზაში გაეროს სკოლაზე, სადაც თავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 27 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ დარტყმა მიაყენეს გაეროს სკოლას, რომელშიც განთავსებული იყო “ჰამასის” შენობა.
ადგილობრივმა ჟურნალისტებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა ლტოლვილთა ბანაკში, ნუსეირატის სკოლის ზედა სართულზე მდებარე საკლასო ოთახებს ორი რაკეტა ესროლა.
სასწრაფო და სამაშველო ბრიგადებმა დაჭრილები და დაღუპულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.