BBC– ის ინფორმაციით, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო აცხადებს, რომ მისი ექვსი თანამშრომელი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სკოლაზე, რომელსაც ის მართავს ცენტრალურ ღაზაში.
ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა მაჰმუდ ბასალმა განაცხადა, რომ 18 ადამიანი დაიღუპა ნუსეირათ ლტოლვილთა ბანაკში ალ-ჯაუნის სკოლაზე თავდასხმის შედეგად, რომელსაც ათასობით დევნილი პალესტინელი თავშესაფრად იყენებს.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ მან განახორციელა “ზუსტი დარტყმა ტერორისტებზე”, რომლებიც გეგმავდნენ თავდასხმებს სკოლიდან და მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ თავდასხმა „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დრამატული დარღვევაა“.