ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, ღაზას უმსხვილესი საავადმყოფოს დირექტორი, მუჰამედ აბუ სალმია დააკავეს. ინფორმაციას ჰამასის მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერმა ასევე თქვა, რომ დაკავებულები არიან სხვა ექიმებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, აბუ სალმია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლონასთან ევაკუაციისას დააკავეს.
ისრაელის ძალებმა განაცხადეს, რომ ალ-შიფას ქვეშ “ჰამასს” ჰქონდა გვირაბები. ისრაელის ჯარისკაცებმა ადგილზე ჟურნალისტებიც შეიყვანეს, გვირაბის ბოლოს იყო საცხოვრებელი ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ლითონის საწოლი. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ამას “ჰამასი” მძევლებისთვის იყენებდა.
“შიფას ჰოსპიტალი არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში და ასევე არის ჰამასის უდიდესი ტერორისტული დაწესებულება”, – თქვა ისრაელის არმიის მთავარმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ.
მისივე თქმით, “ჰამასის” მეთაურები ამ შენობიდან უშვებდნენ რაკეტებს. ისრაელმა გაავრცელა იარაღის კადრები, რომელიც, მათი თქმით, კლინიკაში იპოვეს, მათ შორის ავტომატი, ყუმბარა, დრონი.
ავტორი