The Guardian-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ისრაელმა ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო.
კანონის მიხედვით, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა იკრძალება. ქვეყანაში მხოლოდ 20 კაცის შეკრებაა ნებადართული.
მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის კრიზისს იყენებენ დემონსტრაციების აღსაკვეთად, სადაც პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ.