ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა საიდუმლო ტერორისტული გვირაბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Fox News ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გვირაბი მიწისქვეშა უსაფრთხოების ბარიერის შექმნისას იპოვნეს.
ამ დროისთვის გაურკვეველია გვირაბი რამდენი ხნის გაკეთებულია.
აღმოჩენილი გვირაბი მას შემდეგ რაც 2014 წლიდან დღემდე მეთვრამეტეა. მსგავსი 16 გვირაბი სამხედროებმა უკვე გაანადგურეს, მათ შორის ერთი ისრაელისა და ეგვიპტის სინას ნახევარ კუნძულს აკავშირებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღმოჩენილ გვირაბს ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ და ის საფრთხეს არ წარმოადგენს.