ისრაელში 9 წლის ქართველი ებრაელი გოგო, თამარ ჰაია თორფიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Times Of Israel ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სამხრეთ ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში მდებარე ასუთას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მან გასულ კვირას “ჰამასის” მიერ გახორციელებული სარაკეტო თავდასხმისას სირენების გააქტიურების შემდეგ გულის შეტევა მიიღო.