ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება ისევ დაძაბულია. საომარი ქმედებები მხარეებს შორის გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მას შემდეგ, რაც შაბათს ღაზადან ისრაელზე თავდასხმები დაიწყო, 500-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია.
ღაზას სექტორში ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 313 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, თითქმის 2000 დაშავდა.