ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად შეყვანის ბრალდებით ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და აეროპორტის თანამშრომელი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა ეჭვმიტანილები „ბენ გურიონის“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისგან შესვლის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ.
45 წლისა და 28 წლის ეჭვმიტანილებს ბრალად თაღლითობა, ქრთამის აღება და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედებათ.