ისრაელში კორონავირუსის ვაქცინის ზაზუნებზე ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა,_ამის შესახებ სააგენტო jpost-ის ცნობით, ისრაელის ბიოოგიური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარებმა განაცხადეს.
ისრაელის ვაქცინა ემყარება ვაქცინაციის ცნობილ მეთოდს, მაგრამ რაც ახალია არის VSV ვირუსის გამოყენება – ვირუსის, რომელიც არ იწვევს დაავადებებს ადამიანებში.
ანგარიშის თანახმად, ზაზუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა ზაზუნა, რომლებსაც ჩაუტარეს IIBR– ის ვაქცინა, არ დაავადებულან.
როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს რომ დაიწყოს ადამიანებზე გამოკვლევები უახლოეს კვირებში, ვაქცინის შექმნის ვადა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.