ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ხოლო ინფორმაციას პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხელისუფლების თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეუძლიათ „საომარ მოქმედებებზე გადასვლა“, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამის ქმედებებზე გადასვლა ქვეყანას არ შეუძლია იქამდე, სანამ ხელისუფლების გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის შესახებ არ იქნება მიღებული.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა უახლოეს დღეებში იქნება დახურული. შეზღუდვები სამშაბათამდე, 18:00 საათამდე იმოქმედებს, თუმცა სავარაუდოდ გახანგრძლივდება.
ასევე გარკვეული შეზღუდვები არის მიღებული საჯარო სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით – კერძოდ, ღია სივრცეში დაშვებულია მხოლოდ 10 ადამიანამდე შეკრება, ხოლო შენობაში 50-მდე.