დრო ყველაფერს ცვლის და ასხვაფერებს. ცვლის ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერ უარესობისკენ; თუმცა პროგრესი აშკარად შეიმჩნევა…
2800 წლის წინ ჩვენს ერამდე წიგნებს თიხის „ფურცლებზე“ ბეჭდავდნენ. წიგნების ძირითადი „მწარმოებელი ქვეყანა“ ძველი შუმერი იყო. წიგნები მინიმუმ 3 კილოგრამს იწონიდა.
1100 წლის წინ ჩვენს ერამდე გაჩნდა პაპირუსზე დაბეჭდილი თუ ნატურალური მელნით დაწერილი წიგნები. ამჯერად „მწარმოებელი ქვეყნის“ ინიციატივა ძველმა ეგვიპტემ აიღო ხელში. წიგნის წონა – 400 გრამი.
1580 წელს პირველი ნაბეჭდი, ქაღალდის, ტყავის გარეკანში ჩასმული წიგნი ჩნდება. ის 1,5 კილოგრამს იწონიდა და 500-გვერდიანი იყო. გამოიცა გერმანიაში.
2012 წელს მინაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი გამოჩნდა, მაღალი ხარისხის პლასტმასის „ყდაში“ ჩასმული – წონა 200 გრამი. რაოდენობა 10 000 ცალი. გამომცემელი – იაპონია.