დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდებიან.