ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეში მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს პარაკანოეში.
საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა. პარაკანოეში ეს საქართველოსთვის მოპოვებული პირველი მედალია.
სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 40,77 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა“,_ აცხადებს სპორტის სამინისტრო.





































































