შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, დღეს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში, სადაც ისტორიაში პირველად ჩემპიონობა ქართველების წყვილმა მოიპოვა. ჩვენი ნაკრების წევრები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდნენ.
მათ თავისუფალ პროგრამაშიც წარმატებით იასპარეზეს და ქვეყანას ოქროს მედლები მოუპოვეს. თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 139.80, ჯამში კი – 215.76 ქულა დაიმსახურა.
“დღეს შესანიშნავი დღეა, ჩვენ ოქროს მედლები მოვიპოვეთ, თუმცა ჩვენი მთავარი სამიზნე ოლიმპიადაა”, – აცხადებენ ლუკა და ანასტასია.






































































