საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, ფონდ “გურული დღიურების“ დამაარსებელის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ფონდს ორი ახალი სტიპენდიანტი ჰყავს:
“კიდევ ორი სტიპენდიატი გვყავს:
1) ჩემი ისტორიის მასწავლებელი, შესანიშნავი პროფესიონალი ნათელა სურგულაძე პენსიაზე გავიდა _ ის ჩვენი პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი იქნება და ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ.
2) ალბათ, ნახეთ საოცრად შეჭირვებული ადამიანების სახლის ფოტოები სოფელ მშვიდობაურიდან. ერთ-ერთი მოსწავლე ამ ოჯახიდან, 9 წლის, მარი აბაშიძე დღეიდან ჩვენს ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. ისინი ამ ამბავს ახლა შეიტყობენ და ვულოცავ!
მადლობა შემოწირულობისთვის ლელა შურუპოვას ირლანდიიდან. წინ დიდი და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს.“ _ წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.