ისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა,_ ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი facebook-ზე აქვეყნებს.
,,ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი.
ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს.
პანაშვიდი: 21 იანვარი (ხუთშაბათი), 17:00 საათიდან;
გამოსვენება: 22 იანვარი, 14:00 საათი;
მისამართი: სიონის საკათედრო ტაძარი (სიონის ქუჩა N°3)” – წერია განცხადებაში.